ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების პირველი სამიზნე, თუმცა ჩვენი სახით სამოქალაქო საზოგადოებამ გაიმარჯვა - ლაგაზიძე

02.10.24 16:29
ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების პირველი სამიზნე, თუმცა ჩვენი სახით სამოქალაქო საზოგადოებამ გაიმარჯვა - ლაგაზიძე

ორგანიზაცია "აირჩიე ევროპას" თანადამფუძნებელი, ხათუნა ლაგაძიზე ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვებად მიიჩნევს.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე აღნიშნავს, მიუხედავად სახელმწიფო რეპრესიებისა, მესამე სექტორმა და ქართველმა ხალხმა საკუთარი სიმართლე დაამტკიცა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 

ჩვენ, „აირჩიე ევროპა“ ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების პირველი სამიზნე. 6 სექტემბერს დაიწყო ეს რეპრესიები ჩვენს წინააღმდეგ და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება რამდენიმე ფაქტორის გამო.

პირველყოვლისა იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება. მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვიხსენით საქართველოს ყველა მოქალაქე პოლიტიკური ტერორისგან და რაც მთავარია, ეს არის „აირჩეს ევროპას“ მიერ გადადგმული პირველი და ძალიან მძლავრი ნაბიჯი და აგური 26 ოქტომბრის საერთო სახალხო გამარჯვების გზაზე, საქართველოს გამარჯვების გზაზე”. – თქვა ხათუნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) და "აირჩიე ევროპას" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს მოუხსნა.

ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო. 

ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. 

მსგავსი სიახლეები