დევნილი ემიგრანტების ბედი არჩევნებზე - ცესკოს მაღალჩინოსნის აღიარება
"პრობლემად ნუ გადავაქცევთ იმას, რაც პრობლემა არ არის" - ასე პასუხობს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე დევნილებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან და ცესკომ გადამწყვეტ არჩევებში ხმის უფლების გარეშე დატოვა.
შარაბიძე "პირველებთან" ადასტურებს, რომ დევნილებმა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ამაში ცესკოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
პრობლემად ნუ გადავაქცევთ იმას, რაც არ არის პრობლემა. პრობლემა იქნებოდა, რომ არ ჰქონდეთ ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმების სერვისი და ის, რომ კანონის თანახმად, გარკვეული სეგმენტი ამომრჩევლის, ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ეს არ არის სიახლე. კი ბატონი ვადასტურებ, რომ ყველასთვის არსებობს სერვისი, შესააბმისად, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აინტერესებს საკუთარი სტატუსი და ახლაც შემიძლია მოუწოდო თითოეულ მათგანს, გადაამოწმონ საკუთარი თავი სიაში", - ამბობს გიორგი შარაბიძე.
ემიგრანტებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგეს, რომ საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევის და უკიდურესი გაჭირვების გამო ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. მიზეზი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართის არარსებობაა, თუმცა ამის შესახებ ცესკომ საინფორმაციო კამპანია არ ჩაატარა. ხმის უფლების გარედე დარჩენილებს დრო მხოლოდ 7 ოქტომბრამდე აქვთ, თუმცა ყველა უწყება ერთმანეთთან ამისამართებს და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვედრას ვერ ახერხებენ.
კატეგორიები არის 3-4, ვინც ამოვარდნილები ვართ საერთოდ და თუ სალომეს შვილი არ ვარ და პრეზიდენტის შვილი არ ვარ, ანუ მე რა უნდა გავაკეთო? უპრობლემოდ მქონდა ხმის მიცემის უფლება აქამდე, 10 დღის წინ გავარკვიეთ, რომ თურმე ცესკოს საერთო სიაში აღარ ვიძებნებით. პირადობაზე წერია ჩვენი აფხაზეთის მისამართი და ამდენად, ჩვენი თბილისის ფაქტობრივი მისამართი ამოშლილია. უბრალოდ, მე მინდა გავიგო ინფორმაცია, რატომ და რა თარიღიდან ამომშალეს მამაჩემის მისამართიდან, იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი ასეთი ფაქტი არ ყოფილა", - ამბობს "პირველებთან" საუბარში ემიგრანტი.