ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლა - "ძლიერმა საქართველომ" 9 პუნქტიანი გეგმა წარადგინა
ნარკოპოლიტიკა საქართველოში - "ძლიერმა საქართველომ" ნარკომანიასთან ბრძოლის წინააღმდეგ 9 პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
მამუკა ხაზარაძემ კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად დარგის ექსპერტებთან და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან "ძლიერი საქართველოს" ოფისში შეხვედრა გამართა და იმ მტკივნეულ საკითხზე ისაუბრა, რაც საქართველოში ნარკოპოლიტიკის გამოა შექმნილი.
დღეს შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, მძიმე პრობლემის და საკითხის განსახილველად - ეს არის ნარკოპანდემია ჩვენს ქვეყანაში და რაც მოგეხსენებათ ძალიან მძიმე და მტკივნეული საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ექსპერტები ამ მიმართულებით და მათთან ერთად გვექნება დისკუსია ამ პრობლემის განხილვის, პირველ რიგში შეფასების დ ამერე გამოსავლის ძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვიწევს გადაადგილება და სამწუხაროდ არ დარჩენილა ადგილი, იქნება ეს სოფელი, კორპუსი თუბრომელიმე მუნიციპალიტეტის ცენტრი, სადაც არ დაგვხვდეს გორებად შპრიცები და სხვადასხვა ფაქტები, რომლებიც პირდპაირ მეტყველებს, რომ ქვეყანა ძალიამ ძიმედ არის ჩაძირული ამ პრობლემაში. ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ნათელი მომავალი, სულ ამას ვამბობთ, მაგრამ საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე დაღს ადებს თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამაშია ჩართული და მე ვიტყვი რომ ეს არის ადამიანის მენტალური ფიზიკური პრობოემა, რომელიც შემდგომ გადადის ოჯახზე, ოჯახის საზოგადოების პრობლემაზე და საბოლოო ჯამში ვიღებთ ძალიან მძიმე შედეგს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
იხილეთ, "ძლიერი საქართველოს" 9 პუნქტიანი გეგმა:
- ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია.
- ზიგიერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციის საკითის განხილვა.
- დასჯიდან მზრუნველობა-პრევენციაზე გადასვლა.
- ნარკოდამოკიდებულებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო რეგიონალური ცენტრების შექმნა.
- პირველადი პრევენციის ინტიტუციური მექანიზმების დანერგვა.
- ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა .
- სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრა.
- სკოლის გარემოში ახალგაზრდების ნივთიერების მოხმარებისგან დამცავ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების დანერგვა, მაგალითად ევროპული პრევენციული პროგრამა.
- ნარკოლოგიის პროფესიანალური ასოციაციების და ექსპერტების ყველა შესაბამის რეგულაციების შემუშავებაში ჩართვა.