დევნილი ემიგრანტებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა, რასაც ახლა ცესკო აკეთებს, ივანიშვილის დავალების შესრულებაა - კორძაია

02.10.24 18:22
დევნილი ემიგრანტებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა, რასაც ახლა ცესკო აკეთებს, ივანიშვილის დავალების შესრულებაა - კორძაია

"დევნილი ემიგრანტებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა, რასაც ახლა ცესკო აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაა" - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია

მისივე თქმით, საარჩევნო უბნების დაცვა დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ქართველი ხალხისთვის და ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოქალაქის უფლება იყოს დაცული, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მათ შორის, დევნილი ემიგრანტებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა, რასაც ახლა ცესკო აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაა და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ, მათი უფლებების დასაცავად ვართ დღეს სასამართლოში მოსულები", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი სიახლეები