"ქარის წისქვილებთან ბრძოლა" დამთავრებულია - კობახიძე მზადაა, გლობალური ომის პარტიას გაურიგდეს
"ქარის წისქვილებთან ბრძოლა" დამთავრებულია - კობახიძე მზადაა, გლობალური ომის პარტიას გაურიგდეს. არადა რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ გლობალური ომის პარტიასთან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს.
შეთქმულების თეორიებს ახალი განვითარება კობახიძემ კრახით დასრულებული ამერიკული ვიზიტის შემდეგ მისცა. პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილის მისია ვერ შეასრულა - ამერიკაში ვერავის შეხვდა. მას ხელი არც დონალდ ტრამპმა ჩამოართვა. ტრამპის უარი შეხვედრაზე ხელისუფლებისთვის გაცილებით მძიმეა, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში მოექცია. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის დიპლომატიურ დემარშზე მეტად "ოცნებისთვის" ის უფრო რთული ასახსნელია, რატომ ვერ შეხვდა კობახიძე ტრამპს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ამშვიდებს კობახიძე საკუთარ ამომრჩეველს ახლა, რომ თუ ბაიდენთან და ტრამპთან ვერა, დალაგდება გლობალური ომის პარტიასთან.
პარალელურად კი ირკვევა, რომ ამერიკას ხელისუფლების დასანქცირების გეგმა უკვე მომზადებული აქვს. თეთრი სახლის მაღალჩინოსანი, მაიკლ კარპენტერი კატეგორიულად ამბობს, რომ სანქცირება გაგრძელდება. ახლა საბოლოო ტესტი არჩევნებია.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.