პრეზიდენტისთვის გახსნილი კარი დასავლეთში - საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული კობახიძე ბრაზს ვერ მალავს

02.10.24 20:15
პრეზიდენტისთვის გახსნილი კარი დასავლეთში - საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული კობახიძე ბრაზს ვერ მალავს

 

პრეზიდენტისთვის გახსნილი კარი დასავლეთში. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს  ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, ვისაც ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები  ესაუბრებიან.  მაშინ როცა ოცნება  იზოლაციაშია,  პრეზიდენტი  უმაღლესი რანგის  შეხვედრებს მართავს. აუდიენცია  ევროპული საბჭოს   და ევროკომისიის პრეზიდენტებთან.  მანამდე კი შტატების მაღალჩინოსნებთან. საუბრის თემა არჩევნებია. ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის  26  ოქტომბერი წითელი ხაზია

სალომე ზურაბიშვილის წარმატებულ  ევროპულ ტურნეს კი "ოცნება" წყობიდან გამოყავს. პრემიერი, რომელმაც ამერიკა ისე მოიარა, რომ ერთ მაღალჩინოსანთან შეხვედრაც კი ვერ მოახერხა, პრეზიდენტზე გაბრაზებულია. კობახიძემ დღეს ქვეყნის მთავარსარდლის წინააღმდეგ ახალი იერიში ძველი ბრალდებით დაიწყო. პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა  პარტნიორებთან შეხვედრით, არა მარტო საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის კონსტიტუციაც დაარღვია.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები