სიის მიღმა დარჩენილები - დევნილი ემიგრანტების ბედი არჩევნებზე

02.10.24 20:25
სიის მიღმა დარჩენილები - დევნილი ემიგრანტების ბედი არჩევნებზე

 

ადამიანები, რომლებიც ჯერ რუსებმა გამოდევნეს  საკუთარი სახლებიდან, შემდეგ კი ქვეყნიდან გაჭირვების  გამო გაიქცნენ, გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საუბარია ემიგრაციაში მყოფ  დევნილების ნაწილზე, რომლებმაც საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში დაკარგეს რეგისტრაციის მისამართი. მათ საკონსულო აღრიცხვა  გაიარეს, მაგრამ  საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოადგილე პრობლემას ვერ ხედავს, რომ საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული და უკიდურესი გაჭირვების გამო ემიგრაციაში წასული მოქალაქეები არჩევნებზე ხმის უფლების გარეშე დატოვეს.

ცესკომ არჩევნებამდე იმ ემიგრანტებისთვის საინფორმაციო კამპანია არ ჩაატარა, რომლებსაც ხმის მისაცემად სპეციალურ სიაში მოხვედრა სჭირდებოდათ, ამიტომ ემიგრანტებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგეს, რომ რეგისტრაციის შანსი უკვე აღარ აქვთ.

დეტალები ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები