ანტიკორუფციულმა უკან დაიხია - პრემიერის მოწოდებიდან რამდენიმე საათში შეცვლილი გადაწყვეტილება
ანტიკორუფციულმა უკან დაიხია - რაჟდენ კუპრაშვილს მედიასთან უჭირს აღიაროს, რომ ირაკლი კობახიძემ მისი თავდაჯერებულობა რამდენიმეე სააათში ჩამოანგრია.
პრემიერის მოწოდებიდან რამდენიმე საათში, ანტიკორუფციულის შეფს დღეს მისი სიტყვების უკან წაღება მოუწია და ათქმევინა რომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა'' და მისი აღმასრულებელი დირექტორი გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტები არ არიან.
პრემიერის გადაწყვეტილებამ ოპოზიციასა და მესამე სექტორიში გააჩინა ეჭვი, რომ სამოქალაქო სექტორის განეიტრალების გეგმის ავტორი თავად იყო. ბრძოლის პირველი რაუნდი არასამთავრობოების გამარჯვებით დასრულდა. ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა და ყველა აკრძალვა გააუქმა.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.