ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიშელი განცხადებას ავრცელებს

02.10.24 19:45
ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიშელი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის აუდიენცია დასრულდა - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეხვედრა საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შედგა.

როგორც შარლ მიშელი პლატფორმა "X"-ზე წერს, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად რეფორმები უნდა გააღრმავოს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მომავლის გადაწყვეტა შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს საქართველოში.

შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში.

როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველომ უნდა გააღრმავოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად.

რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება საქართველოში მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს." - წერს შარლ მიშელი. 

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება - შეხვედრის ამსახველ კადრებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

მსგავსი სიახლეები