კორუმპირებული რუსი ხელისუფლებაა, რომელმაც ხალხი ეკონომიკურ ლტოლვილად აქცია - სამადაშვილი "ოცნებაზე"

02.10.24 22:19
კორუმპირებული რუსი ხელისუფლებაა, რომელმაც ხალხი ეკონომიკურ ლტოლვილად აქცია - სამადაშვილი "ოცნებაზე"

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში "ქართულ ოცნებას" "კორუმპირებულ რუს ხელისუფლებას" უწოდებს და მმართველ პარტიას საკუთარი მოსახლეობის გაღატაკებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" "გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ქართველი ხალხი ეკონომიკურ ლტოლვილად აქცია".

ყველას მოვუწოდებ, ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებას ამ რამდენიმე კვირაში, რაც რჩება ამ რეჟიმს იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის საკუთარი ინტერესებია მთავარი. მისი ფულის დაცვა არის მისი მთავარი ინტერესი. "ოცნება" არის აბსოლუტურად გაკოტრებული ძალა, რომელმაც ქართველი ხალხი გააღატაკა, საქართველოს მილიონი მოქალაქე აქცია ეკონომიკურ ლტოლვილად, გააქცია ამ ქვეყნიდან ყველაზე შრომისმოყვარე კადრები, გააღატაკა აბსოლუტურად ყველა. პენსია, რომ შევადაროთ ფასებს, დაახლოებით განახევრებულია. არაფერი ხალხისთვის შესათავაზებელი აღარ აქვს. ჩვენ გვახსოვს, შეუსრულებელი დაპირებები, ახლა ტყუილსაც აღარ ჰპირდება იმდენად გაკოტრებულია. ქართველ ხალხს არანაირი მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს, რომ ვინმე მისცეს კიდევ ერთხელ ხმას აი ამ მატყუარა, კორუმპირებულ რუსს ხელისუფლებას, რომელმაც მოატყუა ხალხი", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები