საქართველოს ხელისუფლება ღიად აქეზებს სეპარატიზმს - კობერიძე

02.10.24 22:50
საქართველოს ხელისუფლება ღიად აქეზებს სეპარატიზმს - კობერიძე

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი კობერიძე "ქართულ ოცნებას" საქართველოსა და კავკასიაში სეპარატიზმის წაქეზებაში ადანაშაულებს.

გიორგი კობერიძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ "ოსი და-ძმებისთვის" ბოდიშის მოხდის დაანონსება სეპარატიზმს არა მხოლოდ ამართლებს, არამედ მას ლეგიტიმაციას სძენს.

საქართველოს ხელისუფლება ღიად აქეზებს სეპარატიზმს საქართველოში და კავკასიაში და რატომ? როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სეპარატიზმზე, თუ შეუძლია რუსეთის ზურგ გამაგრებულ ძალას მოაწყოს გენოციდი, ტექნიკური წმენდა, ტერიტორიების ოკუპაცია, დაბომბვა, ხალხის გატაცება, ამ ყველაფრის შემდეგ, შენ მზად ხარ, რომ ბოდიში მოიხადო. ეს ნიშნავს, რომ შენ სეპარატიზმს აძლევ ლეგიტიმაციას და იმის უფლებას, რომ რაც მაშინ ჩაიდინა, სწორი ყოფილა. 

ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში არის მშვიდობა, ისინი ღიად ამბობენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია საქართველოსი არ არის. ამიტომ არის, რომ ამ ტერიტორიაზე მშვიდობა არ არის. ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მშვიდობა არ არის", - ამბობს გიორგი კობერიძე.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, პარტიულ ყრილობაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა

"გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მა ალში გახვია ოსი დები-ძმები"- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.

მსგავსი სიახლეები