ივანიშვილი პრორუსულ, ანტიდასავლურ რიტორიკას განსაზღვრავს - ქუთელია
"ივანიშვილი პრორუსულ, ანტიდასავლურ რიტორიკას განსაზღვრავს" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ბათუ ქუთელიამ "პირველი ხაზის" ეთერში ისაუბრა.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა დასავლელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.
დიდი ხანია, ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ, რომ ეს არის დემოკრატიული უკუსვლა და დემოკრატიულ უკუსვლას აქვს თავისი კონკრეტული ნიშნები. ეს არის ძალადობა, ინსტიტუციების მიტაცება, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. ამის უკან დგანან, კონკრეტული ადამიანები, ამ ადამიანების პირამიდის სათავეში არის ივანიშვილი, ის არის ვინც გასაზღვრავს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს და მათ პრორუსულ, ანტიდასავლურ რიტორიკასაც. შესაბამისად, ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ ის და მასთან დაკავშირებული პირები მოხვდებიან სანქციებში", - ამბობს ბათუ ქუთელია.