მეუფე იაკობი ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდება

03.10.24 10:25
მეუფე იაკობი ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდება

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და CDD-ის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა დღეს, 3 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდებიან. ინფორმაციას პლატფორმა X-ზე ჟურნალისტი ალექს რაიფოღლუ ავრცელებს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ბოდბის მთავარეპისკოპოსი იაკობი და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტში ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდებიან, - წერა რაიფოღლუ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე უკვე ოფიციალურად არის დღის წესრიგში ჩასმული სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელის შეხვედრა მეუფე იაკობთან და ქეთევან ჩაჩავასთან. 

შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30-ზე, თბილისის დროით კი 19:30-ზეა ჩანიშნული და ის მედიისთვის დახურულია.

მანამდე კი, ვიდრე, ჯიმ ო ბრაიანი აღნიშნულ შეხვედრას გამართავს, ერთი საათით ადრე სახდეპის მაღალჩნოსანის და დევიდ ო სალივანის აუდიენცია გაიმართება. სწორედ ამის შემდეგ გაესაუბრება ის ქართველ სასულიერო პირს. 

იქნება თუ არა სასულიერო პირი შუამავლი ბიძინა ივანიშვილსა და შტატებს შორის? - ეს ახლა მთავარი კითხვაა. ასევე საინტერესოა, ვის მიერ არის წარგზავნილი მეუფე იაკობი ამერიკაში ან ჰქონდა თუ არა ბოდბელ მთავარეპისკოპოსს ამერიკაში გასამგზავრებლად პატრიარქის ლოცვა კურთხევა. (ცნობისთვის, სასულიერო პირს უცხოეტში გასამგავრებალდ საპატრიარქოს ნებართვა სჭირდება)

"პირველები" ვიზიტის დეტალების გარკვევას საპატრიარქოში შეეეცადა, თუმცა მამა ანდრია ჯაღმაიძე ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს. რაც შეეხება სხვა სასულიერო პირებს, ისინი,  "პირველებთან" საუბარში ამბობენ, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

  • ცნობისთვის, მეუფე იაკობმა რამდენიმე კვირის წინ ქადაგებაში თქვა, რომ ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა. ბოდბელმა მთავარეპოსკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ "ამერიკელები მარტივად მოსალაპარაკებელი ხალხია"

 

მსგავსი სიახლეები