თინა ბოკუჩავა, ირლანდიაში, დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირლანდიაში, დუბლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას ესწრება. საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს ასობით პარლამენტარს ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან, რათა ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოებაზე და თანამშრომლობაზე.
ეს საპარლამენტო ასამბლეა ეძღვნება ჰელსინკის დეკლარაციის 50 წლის იუბილეს, რომელმაც შექმნა ეუთო და ჩამოაყალიბა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის ძირითადი პრინციპები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე განხილული იქნება რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას.
თინა ბოკუჩავა ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარეს შეხვედრებს გამართავს მაღალი დონის დელეგაციებთან, მათ შორის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან.“