მედიაომბუდსამენი: "მედიაკრიტიკის" პლატფორმაზე კვლავ იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური ხედვების ანარეკლები

03.10.24 10:52
მედიაომბუდსამენი: "მედიაკრიტიკის" პლატფორმაზე კვლავ იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური ხედვების ანარეკლები

მედიაომბუდსმენი  კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულ პლატფორმა "მედიაკრიტიკის" საქმიანობას აფასებს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ სექტემბერში გამოქვეყნებულ მასალებში ხელისუფლების პოლიტიკური ხედვების ანარეკლები იკვეთება. 

დოკუმენტის თანახმად, პლატფორმის მთავარი სამიზნე ამერიკული დემოკრატია და  შეთქმულებების თეორიების გაძლიერება იყო. 

მათივე შეფასებით, პლატფორმა ასევე კრიტიკულ მედიას "ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის და რუსეთისადმი დადებითი განწყობების გაშუქების გამო აკრიტიკებდა. მედიაომბუდსმენი პირდაპირ წერს, რომ კრიტიკა პოლიტიკური ხასიათისაა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობს. 

სექტემბერში გამოქვეყნებული მასალები შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მმართველი პარტიის “ქართული ოცნებისეული” დამოკიდებულებების გაგრძელებას ჰგავდა

საერთაშორისო ნაწილში, “მედიაკრიტიკის” პლატფორმის მთავარი “სამიზნე” ამერიკული დემოკრატია და მართვის სისტემის შესახებ შეთქმულების თეორიების გაძლიერება იყო. ეროვნულ დონეზე კი პლატფორმა აკრიტიკებდა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დასჯის და ლავროვის საპასუხოდ “ქართული ოცნების” დადებითი განწყობების გაშუქების გამო.

გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ კრიტიკას უმეტესად გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და პლატფორმა ცდილობს თავისი როლი შეასრულოს საზოგადოების აზრის ფორმირებაში. იმავდროულად, ასეთი სარედაქციო პოლიტიკა კვლავ აჩენს უცვლელ კითხვებს - ვისი ინტერესების დაცვას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პლატფორმით გავრცელებული კრიტიკა?, - წერს მედიაომბუდსმენი. 

ვრცლად მედიაომბუდსმენის კვლევა ნახეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები