"ოცნებას" ყველაზე მეტად იმ უდიდესი სანქციის ეშინია, რასაც მალე საქართველოს ხალხი დაუწესებს - გეგელია

03.10.24 11:10
"ოცნებას" ყველაზე მეტად იმ უდიდესი სანქციის ეშინია, რასაც მალე საქართველოს ხალხი დაუწესებს - გეგელია

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ოცნებაში" სანქციების ძალიან ეშინიათ. თუმცა ოპოზიციონერი ამბობს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად იმ უდიდესი სანქციის ეშინია, რასაც მალე, არჩევნებზე საქართველოს ხალხი დაუწესებს.

რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" ეშინია იმ სანქციების, რომელიც უკვე დაწესდა და კიდევ უფრო მეტად ეშინია იმ სანქციების, რომელიც ძალიან მალე დაწესდება და ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები არიან სრულიად მკაფიო, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად ეშინია იმ უდიდესი სანქციის, რასაც მას დაუწესებს სულ მალე საქართველოს ხალხი, რაც არის არჩევნებში ტოტალური კრახის განცდა და წაგება, ამიტომ ახლა, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" შეეცდება, რომ საკუთარი პარანოიული თეორიების წიაღშიც კი კიდევ უფრო მეტ პარანოიას მიაღწიოს და უკვე თავის მოჩვენებით ომის პარტიებთან საუბარიც კი წამოიწყოს", - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას 180 გრადუსით აშორებს ევროინტეგრაციიდან და რომ აშშ გააგრძელებს ზომების მიღებას, "თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი".

მსგავსი სიახლეები