რუსული კანონის შედეგი - 2025 წელს უცხოური გრანტები 61%-ით შემცირდება

03.10.24 12:04
რუსული კანონის შედეგი - 2025 წელს უცხოური გრანტები 61%-ით შემცირდება

2025 წელს მთავრობა დონორი ორგანიზაციებისგან 91 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტებს მიიღებს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქვეყანა უცხოური სახელმწიფოებისგან დახმარების და გრანტების სახით მხოლოდ 58 მლნ-ს მიიღებს. ციფრების თანახმად, 2024 წელთან შედარებით, ეს თანხები 61%-ით არის შემცირებული. 

შემცირება შეეხება მიმდინარე დანიშნულების კაპიტალურ პროექტებს, რომელიც საქართველოში სწორედ საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. მათ შორის, ერთ-ერთი პროქტის დაფინანსება, რომელსაც 63 მლნ ჰქონდა, ნულამდე შემცირდა. 

ამ კუთხით, ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას ელოდება ოპოზიცია. "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" პოლიტიკის გამო, ქვეყანა შესაძლოა, 90-იან წლებში დაბრუნდეს.

ეს არ არის ბოლო გადაწყვეტილება. აშშ-სად და ევროკავშირსაც აქვთ არსენალში კიდევ უფრო სერიოზული გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება მიიღონ. საერთოდ 100)-ით შეჩერდეს საქართველოსთვის დახმარება. გულისხმობს ევროპული საფინანსო ინსტიტუტებიდან მასშტაბურ პროექტებს, რომელიც მილიარდებზე გადის და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებელია ივანიშვილის რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივი ქმედების გამო სახელმწიფო მართლაც დაბრუნდეს, რეალურად, 90-იან წლებში, - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გრანტების შემცირების მიზეზი სწორედ "ოცნების" რუსული პოლიტიკა და რუსული კანონია. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები საერთაშორისო პარტნიორებისგან უპრეცედენტო მხარდაჭერას მიიღებენ.  

ეს არის „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკის და რუსული კანონის პირდაპირი შედეგი, რომელმაც დააზარალა საქართველოს ათასობით მოქალაქე. ყველა შეჩერებული თუ შეწყვეტილი პროექტი აღდგება და მეტიც, საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მეტ, აქამდე უპრეცედენტო მხარდაჭერას მიიღებენ ახალი ხელისუფლების მუშაობის შედეგად, როგორც ევროკავშირისგან, ასევე აშშ-გან, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.   

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვა ფრაქციებში, კომიტეტებში და საპარლამენტო ჯგუფებში სწორედ დღეს უნდა დაიწყოს.  

მსგავსი სიახლეები