ჩვენს ბილბორდებზე დატანილია აქტუალური და მნიშვნელოვანი მესიჯები, რისიც "ოცნებას" ეშინია - ცისკარიშვილი

03.10.24 12:47
ჩვენს ბილბორდებზე დატანილია აქტუალური და მნიშვნელოვანი მესიჯები, რისიც "ოცნებას" ეშინია - ცისკარიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება" კოალიციას საარჩევნო ბილბორდების გაკრვის შესაძლებლობას არ აძლევს - გაერთიანების გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, მოცემული ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მმართველ პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" ეშინია.

როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, კოალიციის ბილბორდებზე აქტუალური და მნიშვნელოვანი მესიჯებია დატანილი. 

ეს პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ეშინია „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოკრული ბილბორდების, მასზე დატანილი შინაარსის, რადგან ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც შეცვლის ამ რეჟიმს, ვინც მოვა მომავალ ხელისუფლებაში, ვინც წაიყვანს ქვეყანას ევროკავშირისკენ, ვინც არ დაუშვებს საქართველოს იზოლაციას და სიღატაკეს და ეს იცი „ქართულმა ოცნებამაც“ და ამიტომ თავისი მექანიზმებით, რომლებიც მას გააჩნია, აშინებს ბიზნესს, არ აძლევს უფლებას, რომ გამოაკრან ის ბილბორდები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს. ჩვენ არ ვაპირებთ ნეიტრალური ბილბორდების გაკვრას, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მესიჯის თქმას და იმ შინაარსის დატანას, რომელიც არის აქტუალური და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის გამარჯვებისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამისი ეშინია ივანიშვილს, მისი „ოცნების“ რეჟიმს და ეს შიში გადააქვს უკვე კერძო სექტორზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ვისოლ ჯგუფზე“, რომელსაც არ აძლევს საშუალებას, რომ ეს შინაარსი დატანილი იქნას ბილბორდებზე.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები