EU-მ მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საქართველოს ევროპული გზა დაიხურება - გეგელია

03.10.24 13:13
EU-მ მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საქართველოს ევროპული გზა დაიხურება - გეგელია

"ძლიერი საქართველოს " ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს, საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, გადამწყვეტი როლი ექნება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საქართველოს ევროპული გზა დაიხურება.

ამ არჩევნებს ექნებათ სრულიად გადამწყვეტი როლი საქართველოს მომავალი შემდგომი ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, რადგან ჩვენ ევროპულმა კავშირმა ძალიან ნათლად გვითხრა, რომ ევროპული გზა არის დახურული და თუ ეს არჩევნები ჩაითვლება როგორც გაყალბებული და არალეგიტიმური, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, პერსპექტივაც კი, რომელიც საქართველოს გააჩნია ფართო დროში, ეს პერსპექტივაც კი, სამწუხაროდ, გადაიდება, - ამბობს გეგელია.  

ცნობილი ხდება, რაზე ესაუბრებოდა სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს პირისპირ შეხვედრებზე - ბრიუსელში, შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დეტალებზე "ევრონიუსთან" ისაუბრა.

ინტერვიუდან ირკვევა, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში გარანტიების მიღებას ცდილობდა - იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს მოიგებენ პროევროპული პარტიები, კოალიციური პარტიები კი შეასრულებენ ქართულ ქარტიაში გაწერილ შეთანხმებას, ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს განაახლებდა.

 

მსგავსი სიახლეები