დევნილებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება პასპორტის საფუძველზე უნდა მიეცეთ - კორძაია ცესკოს მიმართავს
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია ცესკოს მოუწოდებს, მიიღოს იმგვარი დადგენილება, რომლის თანახმადაც ემიგეაციაში მყოფი დევნილები არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პასპორტის საფუძველზე შეძლებენ. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ცესკოს ამგვარ პროექტს აუცილებლად თავადაც წარუდგენს.
ჩვენ მივმართავს ცესკოს, რომ რადგან კანონი საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის ჰ ქვეპუნქტის თანახმად, პასუხისმგებელი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისთვის, მიიღოს დადგენილება, სწორედ ამ არჩევნებისთვის და იხელმძღვანელოს მე-14 მუხლის გ პუნქტით და გამონაკლის შემთხვევებში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება, ეს დაარეგულიროს საკუთარი დადგენილებით. ჩვენ მას აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილებს პროექტსაც, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდეს მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, - განაცხადა კორძაიამ.
ემიგრაციაში მყოფი დევნილების ნაწილი გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს. საუბარია დევნილებზე, რომლებსაც საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში იურიდიული მისამართი არ გააჩნიათ.
ცესკო აცხადებს, რომ იურიდიული მისამართის არმქონე დევნილები ოკუპირებული ტერიტორიების მისამართებიდან უნდა ამოეწერონ და ჩაეწეონ თბილისში ან რომელიმე სხვა ქალაქში.
დევნილები აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას ისინი ამ დრომდე არ ფლობდნენ, ახლა კი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აღნიშნული პროცედურების გავლას ვეღარ ასწრებენ.