სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ხვდება (ფოტოები)
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ხვდება - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორ ლიდერს შორის აუდიენცია საფრანგეთში, ელისეს სასახლეში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" უკვე დაესწრო.
პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაშიც, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, რის შემდეგაც პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.