"ალმა +"-სთან რამდენიმე კვირის წინ გავაფორმეთ საარჩევნო ბანერების განთავსების ხელშეკრულება, ჩვენი მხრიდან, კონტრაქტის ყველა პირობა შესრულდა - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა"

03.10.24 14:25
"ალმა +"-სთან რამდენიმე კვირის წინ გავაფორმეთ საარჩევნო ბანერების განთავსების ხელშეკრულება, ჩვენი მხრიდან, კონტრაქტის ყველა პირობა შესრულდა - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა"

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" "ვისოლ ჯგუფში" შემავალ "ალმა +"-ის მიერ დაბლოკილ ბანერებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ "ალმა +"-სთან კონტრაქტის გაფორმებისა ყველა პირობის შესრულების შემდეგ, გაერთიანების წევრებმა მიიღეს პასუხი, რომ ქუჩებში, ბანერები მასზე არსებული წარწერების გამო არ განთავსდებოდა.

"ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტს დისკრიმინაციად აფასებენ - "ეს ჩარევაა როგორც ჩვენი, ასევე ქართველი ხალხის გზავნილში - მოიშორონ ივანიშვილი და "ქართული ოცნება'".

ვისოლ ჯგუფში” შემავალ “ალმა +”-თან, რომელიც გარე რეკლამის ბაზრის მონოპოლისტია, რამდენიმე კვირის წინ გავაფორმეთ საარჩევნო ბანერების განთავსების ხელშეკრულება. ჩვენი მხრიდან, კონტრაქტის ყველა პირობა, მათ შორის, ფინანსური ნაწილი შესრულდა სრულყოფილად. 

დღეს მათგან მივიღეთ პასუხი, რომ არ განათავსებენ ბანერებს მასზე არსებული წარწერების გამო. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ჩვენი პარტიის მიმართ და ჩარევა როგორც ჩვენი, ასევე ქართველი ხალხის გზავნილში - მოიშორონ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.

შეგახსენებთ, რომ “ალმა+” არის კომპანია, რომელსაც პრობლემა არ ჰქონია, რუსი ოლიგარქის საამებლად, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის დაბომბილი ქალაქები და ტრაგედია დაეტანა თავისივე ბანერებზე და მწვანე შუქი აენთო ივანიშვილის ზნედაცემული კამპანიისთვის. ასევე, ეს არის კომპანია, რომლის დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა კრიტიკულ მომენტში იჭერდა “ქართული ოცნების” მხარეს, მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებითაც. 

26 ოქტომბერს, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპული მომავალი, რომელშიც, პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ბიზნესის სახელისუფლებო ინსტრუმენტად ქცევას ერთხელ და სამუდამოდ დაესმევა წერტილი.“ - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები