"ოცნების" რუსული პროპაგანდა და არჩევნები, როგორც კვაზი რეფერენდუმი - პრეზიდენტის ინტერვიუ Kyiv Independent-თან
საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Kyiv Independent-თან - სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიასთან "ოცნების" ანტიდასავლურ რიტორიკაზე ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვაზე, "რამ გამოიწვია საქართველოს ჩამორჩენა უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ეროვინტეგრაციის გზაზე", მიზეზად საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ჩამორჩენა დაასახელა.
საქართველოს პრეზიდენტმა "ოცნების" პოლიტიკა კიდევ ერთხელ გაუტოლა რუსულს.
ერთადერთ გამოსავლად სალომე ზურაბიშვილს ახლა არჩევენბი მიაჩნია და Kyiv Independent-თან ამბობს, რომ ეს არჩევნები იქნება კვაზი რეფერენდუმი.
საქართველოს ჩამორჩენა უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებამ და ჩამორჩენამ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. კანდიდატის სტატუსი საქართველოს საზოგადოებამ დიდი ენთუზიაზმით მიიღო, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო ანტიდასავლური რიტორიკა, ინტენსიური ანტიამერიკული რიტორიკა და აგრესიული დადანაშაულება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების, რომ თითქოს ისინი ცდილობდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. როცა ყველამ იცის, რომ რა არის ევროკავშირი, რატომ შეიქმნა ის და რა რთულია ევროპული სახელმწიფოებისთვის ომზე ფიქრი იმ ფონზე როცა ისინი ეხმარებიან და მხარს უჭერენ უკრაინას. ამაზე შეგვიძლია ვიცინოთ, რომ არ იყოს ეს ძალიან შემაშფოთებელი. როცა ასეთი ტიპის პროპაგანდა მუშაობს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. პროპაგანდა, რომელიც სრულად შეესაბამება იმას, რის დამტკიცებასაც რუსები ცდილობენ. საქართველოს მომავალს საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს. პირველ რიგში, ეს არჩევნები იქნება კვაზი რეფერენდუმი, ამას სწორედ ქართველი ხალხის ირჩევს ასე, რომ ჩვენ ახლა ვირჩევთ, დავუნრუნდეთ ევროპულ გზას თუ მივიღებთ რუსეთის არაპირდაპირ ზეწოლას. ეს არის ის, რისთვისაც ახლა ემზადება ქართველი ხალხი, პოლიტიკური ძალები და მათ შორის ჩვენ გვაქვს საერთო პლატფორმა- 4 პროევროპული პარტიისთვის. ასე რომ, მე ვფიქრობ კარგი მდგომარეობისკენ მივივართ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.