პრეზიდენტი: ძნელი სათქმელია, რუსეთი მართავს თბილისს, თუ "ოცნება" საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების გახარებას
მართავს თუ არა მოსკოვი თბილისს? - Kyiv Independent-ის ჟურნალისტის ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ოცნების" მთავარი მიზანი ამ დროის მონაცემებით, რუსეთის გახარებაა.
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო მედიასთან ბიძინა ივანიშვილის განცხადებების სერიაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამა მხოლოდ ერთი მიზანი - "რუსეთის გახარება და ჩვენს მეგობრებზე რუსეთის გახარება და დარტყმა ჩვენს მეგობრებზე" აქვს.
ეს ძალიან რთულია იმის თქმა, რუსეთი მართავს თბილისს თუ საქართველოს მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივებით ახარებს რუსებს. მაგრამ ამას მნიშვნელობაც არ აქვს. ეს ისეთი რამეა რისი ცოდნაც გარედაც შეუძლებელია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს მსგავსება ბევრ რამეზე მეტყველებს, იმ მიმართულებაზე რა მიმართულებითაც მიდის მმართველი პარტია. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოახლოებულ არჩევნებზე გადაიჭრება. რადგან ეს არ არის სურვილი ქართველი ხალხისა, რომელთა ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია.
ივანიშვილის განცხადება, ეს არ არის ერთი განცხადება, ეს არის განცხადებების სერია და რიტორიკა, რომელიც იმ მიმართულებით მიდის რაც უკვე ვახსენე - რუსეთის გახარება და დარტყმა ჩვენს მეგობრებზე. ეს არის საერთო სურათი და ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი ხედავს და ვერ იგებს. და დარწმუებული ვარ რომ არ იზიარებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.