"ოცნების" საარჩევნო ბანერების სკანდალი - რა უთხრა ზურაბიშვილმა უკრაინულ Independent-ს
ასახავს თუ არა "ოცნების" საარჩევნო ბანერები რეალობას საქართველო-უკრაინის ურთიერთობს შორის? - ამ კითხვით მიმართა Kyiv Independent-ის ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემას ხაზგასმით უპასუხს, რომ ეს არ ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას.
პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ბანერები საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდის შედეგია.
"საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას უკეთესად ასახავს ის, რაც გამოხატულია ქუჩაში, სადაც თქვენ თითქმის ყველგან დაინახავთ უკრაინის დროშებს" - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემას.
ეს არ ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას. ეს ასახავს ურთიერთობას უკრაინასა და მმართველ პარტიას შორის. ეს არ აღწერს ქართველი ხალხის სულიერ მდგომარეობას, რომელიც სასტიკად იყო შეშფოთებული მმართველი პარტიის მიერ წამოწყებული კამპანიით, რომელიც უკრაინის ომს და საქართველოში მშვიდობას ერთმანეთს უპირისპირდება. საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას უკეთესად ასახავს და გამოხატულია ქუჩაში, სადაც თქვენ თითქმის ყველგან დაინახავთ უკრაინის დროშებს და თუ როგორ მიიღო ქართველმა ხალხმა უკრაინელები. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი ურთიერთობისადმი სამომავლოდ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, "ოცნების" საარჩევნო ბანერები თბილისში რამდხენინმე დღის წინ გამოჩნდა - "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები გამოიყენა.