"ძლიერი საქართველოს" ლიდერები გურიის მოსახლეობას ხვდებიან
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები გურიაში იმყოფებიან - პოლიტიკოსები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს დილიდან მართავენ.
რა უჭირთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, რას პირდებოდა ხელისუფლება და რა მიიღეს "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობის თავზე? - ეს არის ის საკითხები, რომლებსაც გურულები დილიდან განიხილავენ.
მამუკა ხაზარაძემ კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად, მოსახლეობას ილიას გზის სახელით ცნობილი გეგმაც გააცნო. ამ გეგმის მიხედვით, თუ ხელისუფლებაში "ძლიერი საქართველო" მოვა, ქვეყანა ევროპულ კურსზე დაბრუნდება და სასიკეთოდ შეცვლილ ცხოვრებას გურულები საკუთარ თავზე იგრძნობენ.
ელემენტარულ პირობებს ითხოვს ხალხი. წყალი არ არის, გზები არ არის. ხიდი არის, მაგრამ ისე ყანყალებს, ადამიანს თავბრუ დაეხვევა. საცურაო აუზში ბაყაყები არის. ჩვენ 2025 წელს 21-ე საუკუნეში უნდა შევიდეთ ოფიციალურად. იმით, რომ ინფრასტრუქტურაზე საუბარი უნდა დავასრულოთ, წყალი, გზა, ჯანდაცვა, დანგრეული სკოლის შენობები უნდა ჩავაბაროთ ისტორიას", - ამბობს ანა დოლიძე.