შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მის მოადგილეს და ამერიკის დელეგაციას - ბოკუჩავა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს - თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას ესწრება.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თინა ბოკუჩავამ ევროპელ დეპუტატებს, რომლებმაც 3 ოქტომბერს, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, მადლობა გადაუხადა.
რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებენ და ქვეყანაზე ივანიშვილის კონტროლს გმობენ, თინა ბოკუჩავას განცხადებით ევროპელი პოლიტიკოსების თავდადებაა ქართული დემოკრატიის მიმართ.
დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია საქართველოზე, სადაც ხაზგასმულია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების მნიშვნელობა საქართველოს ევროპული მომავლის დასაბრუნებლად. რეზოლუციაში ასევე არის მოთხოვნა პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების, რომელიც სამი წელია უკანონო ტყვეობაში იმყოფება პოლიტიკური მოტივებით. ჩვენ ასევე შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც უხელმძღვანელებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ისევე როგორც მის მოადგილეს, ასევე ამერიკის დელეგაციას და ყველა ხედავს, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი საქართველომ დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და უარის უთხრას საერთაშორისო იზოლაციას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.