“ეს უკვე მუქარა აღარაა, საქართველოს უკიდურესი იზოლაცია ემუქრება“- ეკონომისტები დაკარგულ გრანტებზე

03.10.24 17:32
“ეს უკვე მუქარა აღარაა, საქართველოს უკიდურესი იზოლაცია ემუქრება“- ეკონომისტები დაკარგულ გრანტებზე

საქართველო უცხოურ დახმარებას კარგავს - ეკონომისტები, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელები ღიად საუბრობენ იმ შედეგებზე, რომელიც საქართველომ ამ ხელისუფლების პირობებში მიიღო და აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან “ოცნების“ პირობებში წინ უფრო უარესი გველოდება.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს უკიდურესი იზოლაცია ემუქრება.

ივანიშვილის და ოლიგარქიის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს უკიდურესი იზოლაცია ემუქრება. ეს უკვე მუქარა აღარაა, ამის პირველი ნაბიჯებია, რასაც ჩვენ ვხედავთ გრანტების. ეს არის საჩუქარი, ათეულობით და ასეულობით მილიონი, რომელსაც დასავლური სამყარო გვჩუქნის, რომლითაც სხვადასხვა პროექტები ხორციელდება, იქნება ეს კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, ეკლესიების აღდგენა, გზების დაგება - ეს ყველაფერი შეწყდება, ყევლა ის ადამიანი, ვინც ამ სფეროშია ჩართული, დარჩება უმუშევარი და ეს არის მხოლოდ პირველი ნაყოფი“, - აცხადებს ქადაგიძე.

არამხოლოდ გრანტების, არამედ მთლიანად ქვეყანის ფინანსურ და პოლიტიკურ იზოლაციაზე საუბრობს რომან გოცირიძე.

გოცირიძის მტკიცებით, “როგორც კი სანქციები დაედება ივანიშვილს და მის გარემოცვას, ყველაფერი გაიყინება.“

განახევრად გრანტები, ეს უკვე არის პირველი, ასე ვთქვათ, შედეგი ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევისა, ეს მაშინ, როცა სანქციები ჯერ კიდევ სრული ძალით არ არის ამოქმედებული. როგორც კი სანქციები დაედება ივანიშვილს და მის გარემოცვას, ეს ყველაფერი გაიყინება. არამხოლოდ გრანტები, არამედ მთლიანად ქვეყანა ფინანსურ და პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება, კრედიტებიც კი აღარ იქნება“, - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები