"გამარჯვების შემთხვევაში, EU-ში გაწევრიანებაზე მოსალაპარაკებლად ყველა ნაბიჯს გადავდგამთ" - "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი ოპოზიცია

03.10.24 18:08
"გამარჯვების შემთხვევაში, EU-ში გაწევრიანებაზე მოსალაპარაკებლად ყველა ნაბიჯს გადავდგამთ" - "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი ოპოზიცია

საქართველოს პრეზიდენტს "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი ოპოზიცია გარანტიას აძლევს, რომ არჩევნებში გამარჯვების პირველივე დღიდან დაიწყებენ ერთობლივად მუშაობას ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გამარჯვების შემდეგ, ოპოზიციური კოალიცია გადადგას ყველა ნაბიჯს, რომ რამდენიმე თვეში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას არჩევნების შემდეგ, ჩვენ სწორედ იმიტომ მოვაწერეთ ხელი ქარტიას, რომ ქარტიაში არის გაწერილი, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ევროკავშირის მოთხოვნები შესრულდეს და ჩვენ დავიწყოთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების შემდეგ, ოპოზიციური კოალიცია გადადგას ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ რამდენიმე თვეში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, როდესაც კოალიციური ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოვა, ეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი არათუ აღდგება, არამედ ძალიან დიდი ტემპით წავა წინ.

სწორი მიმართვა არის პრეზიდენტის. კონსტიტუცია ამბობს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია არის კონსტიტუციური ვალდებულება საჯარო მოხელეების. პრეზიდენტი ერთადერთია, რომელიც საჯარო მოხელეებიდან, მაღალი თანამდებობის პირებიდან ამას ასრულებს. მეორე დღესვე, როდესაც კოალიციური ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში, ეს პროცესი არათუ აღდგება, არამედ ძალიან დიდი ტემპით წავა წინ", - ამბობს ნიკა გვარამია.

ბრიუსელში,  ევროპელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დეტალებზე ევრონიუსთან ისაუბრა.

ინტერვიუდან ირკვევა, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში გარანტიების მიღებას ცდილობდა - იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს მოიგებენ პროევროპული პარტიები, კოალიციური პარტიები კი შეასრულებენ ქართულ ქარტიაში გაწერილ შეთანხმებას, ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს განაახლებდა.