“ძლიერი საქართველო“ გურიაში - ლიდერებმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმა გააცნეს

03.10.24 17:43
“ძლიერი საქართველო“ გურიაში - ლიდერებმა მოსახლეობას სამოქმედო გეგმა გააცნეს

გურულების პრობლემებს დღეს “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ისმენდნენ.  პოლიტიკოსებმა ჩაის პლანტაციები მოინახულეს და რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართეს.

დღესვე კოალიციის ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობას ის  სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომლის განხორციელებასაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ დაიწყებენ. 

არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ემიგრანტი არ იყოს გასული. უმუშევრობა, სიღატაკე, მაღალი ფასები - ერთ-ერთი ძვირი ქვეყანა გავხდით, ევროპასთან შედარებით. საქართველოს ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევა უდგას - სად იქნება ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბრის შემდეგ. იქნება დამოუკიდებელ, თავისუფალ სამყაროსთან ერთად თუ იქნება რუსეთის უკანა ეზო.

თავისუფალი სამყარო არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ იმ არჩევანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა და რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია - ევროკავშირში გაწევრიანება, მაღალი სტანდარტის განათლება, მაღალი პენსიები, სამუშაო ადგილები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

მსგავსი სიახლეები