პრეზიდენტის ევროპული ტურნე - ზურაბიშვილი EU-გან გარანტიებს ითხოვს

03.10.24 20:18
პრეზიდენტის ევროპული ტურნე - ზურაბიშვილი EU-გან გარანტიებს ითხოვს

 

 

გერმანიის და პოლონეთის პრეზიდენტები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი - ევროპის ერთი დედაქალაქიდან მეორეში პრეზიდენტი კონკრეტული მისიით დადის, რომ საქართველომ ევროკავშირის ლიდერებისგან მკაფიო გარანტიები მიიღოს: არჩევნების შემდეგ თუ ხელისუფლებას პროდასავლური ძალები გადაიბარებენ, მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე განახლდება იქიდან, სადაც დაპაუზდა.

სანამ პრემიერს საერთო მიღების მისაწვევს უუქმებენ, პრეზიდენტს თავისუფალი სამყაროს ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით ხვდებიან.  პირისპირ აუდიენცია ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოების პირველ პირებთან, ევროკავშირისა და ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნებთან - სალომე ზურაბიშვილი დასავლეთს ეუბნება, რა უნდა "ქართულ ოცნებას და რა სურს ქართველ ხალხს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.