"ოცნება" არჩევნების მისატაცებლად ემზადება" - გზავნილები ევროსაბჭოდან

03.10.24 20:09
"ოცნება" არჩევნების მისატაცებლად ემზადება" - გზავნილები ევროსაბჭოდან

"ოცნება არჩევნების მისატაცებლად ემზადება" - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უმძიმეს განცხადებას აქვეყნებს. ევროსაბჭოს დამკვირვებლები პირდაპირ ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის,  ხელისუფლება კი ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთ ვითარებაში, არჩევნების შედეგებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება. 

საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, "ოცნება" ამომრჩევლების ფსიქოლოგიურ ტერორზეა გადასული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა ანა კობახიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა, როგორ აშინებენ და ემუქრებიან სკოლების და ბაღების პედაგოგებს, ართმევენ პირადობის მოწმობებს და სამსახურებიდან გაგდებით ემუქრებიან. 

მასობრივი დაშინების ფაქტები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშიც მოხვდა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.