მეუფე იაკობი შტატებშია - რაზე ესაუბრა ჯიმ ო'ბრაიენს?
ოლიგარქის ხელისუფლების გადარჩენის მისია მეუფე იაკობს დააკისრეს. ამ წუთებში სინოდის გავლენიანი წევრი სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელს ხვდება. შევხედრის მთავარი თემა არ საჯაროვდება, თუმცა ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ ამ აუდიენციაზე სასულიერო პირმა უნდა გაიგოს, რა ბედი ელის ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას".
ვიზიტს ამერიკაში წინ უძღოდა ბოდბელი ეპისკოპოსის ქადაგება. მან ამბიონიდან დაანონსა, რომ შტატებში უნდა ჩასულიყო და საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების შესახებ ამბები პირადად მოესმინა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ სინოდის გავლენიანი წევრის ინიციტივა, კობახიძის კრახით დასრულებული ვიზიტის შემდეგ, "ოცნებისთვისაც" მისაღები აღმოჩნდა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.