გვაქვს მტკიცებულებები, რომლითაც საჯარო მოხელეებზე "ოცნების" ზეწოლა დასტურდება - კირთაძე
"გვაქვს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ „ოცნება“ საჯარო მოხელეებზე სისტემატიურ ზეწოლას მუდმივად ახდენს" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ გააკეთა.
დავით კირთაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულ საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
გვაქვს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ „ოცნება“ საჯარო მოხელეებზე სისტემატიურ ზეწოლას მუდმივად ახდენს. აშინებენ და ემუქრებიან სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს და მუნიციპიპალიტეტებში დასაქმებულ სხვა ადამიანებს. თუ ისინი არ იქნებიან „ოცნების“ პოლიტიკურ მორჩილებაში, მაშინ სამსახური უნდა დატოვონ.
მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ ამავდროულად მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ დღეს ამომრჩეველი ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს და მათ არჩევანს ხელი არ შეეშლება.“ - განაცხადა დავით კირთაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 3 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა, ანა კობახიძემ განაცხადა, რომ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები საკრებულოებისა და გამგეობის თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს სთხოვდნენ და პერსონალურ მონაცემებს იწერდნენ.