რუსული კანონი ისევ ძალაშია - საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ აცხადებს

03.10.24 20:35
რუსული კანონი ისევ ძალაშია - საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არ აცხადებს

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს უსასარულო დუმილი - ერთი თვეა, პლენუმი რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ აცხადებს.  არსებობს  ორი ვერსია, ან რვა  მოსამართლეს შორის კონსესუსი არ არსებობს, ან დროს პლენუმი ხელოვნურად აჭიანურებს.

მოსარჩელეებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს დუმილი "ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს. გადაწყვეტილების მოლოდინშია საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც ერთ-ერთი სარჩელის ავტორია. როცა კითხვა სალომე ზურაბიშვილს "ევრონიუსის" ჟურნალისტმა დაუსვა, პრეზიდენტმა თქვა, რომ სასამართლო აჭიანურებს იმ კანონზე გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც რუსულის ანალოგია.   
 

პლენუმის დუმილის ფონზე კი სადამსჯელო ოპერაციისთვის  ხელ-ფეხი უკვე გაეხსნა იუსტიციის სამინისტროს. დღეიდან უკვე შესაძლებელია,  ჯარიმების ამოქმედება ყველა იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ, ვინც აგენტად დარეგისტრირებაზე უარი თქვა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.