უცხოური გრანტები 61%-ით შემცირდა - ოპოზიცია "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს
მომავალი წლის ბიუჯეტში უცხოური გრნატები 61%-ით შემცირდა. 2025 წელს მთავრობა დონორი ორგანიზაციებისგან 91 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტებს მიიღებს. დაკარგული მილიონების ამბავი მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თავად ჩაწერა.
ეს ქვეყნის ისტორიაში ანტირეკორდია. ასეთი მცირე რაოდენობის გრანტი საქართველოს არასდროს მიუღია.
მთავრობას მძიმე შედეგის აღიარება არ სურს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დღეს ბიუჯეტის განხილვაზე ამტკიცებდა, რომ საბოლოო ვერსიაში გრანტების მოცულობა გაიზრდება და ჯერ კიდევ აქვთ მოლაპარაკებები.
რეალობა სულ სხვაა. მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველწლიურად მცირდებოდა უცხოური ფულის შემოსვლა. 2021 წლიდან დღემდე ქვეყანამ, ჯამში, ნახევარი მილიარდი დაკარგა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.