ბიძინა ივანიშვილი “ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის პრეზენტაციაზე არ მივიდა

03.10.24 20:07
ბიძინა ივანიშვილი “ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის პრეზენტაციაზე არ მივიდა

“ქართულმა ოცნებამ“ დღეს რუსთაველის გამზირზე პარტიის მხარდამჭერთა კლუბი გახსნა. პრეზენტაციას პარტიის მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერები ესწრებოდნენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ღონისძიებაზე არ მივიდა.


ბოლოს ოლიგაქი ივანიშვილი კახეთში გამოჩნდა, სადაც “ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან შეხვედრას დაესწრო. 1 ოქტომბერს პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია იგეგმებოდა, თუმცა ის გაუქმდა, ოფიციალური მიზეზად კი, ირაკალი კობახიძის ავადმყოფობა დასახელდა.


ივანიშვილი ამ დრომდე მოქალაქეებს წერილებით ეკონტაქტება. მან პირველი წერილი 1 -ელ ოქტომბერს გამოაქვეყნა, მეორე კი ამერიკის საელჩოს განცხადების საპასუხოდ.