სჯობს, ისევ კობახიძეს ჩაეკითხოთ, როგორ აღმოჩნდა ქოჩორას მაისური მასთან - როინ ქოჩორაშვილი

03.10.24 23:42
სჯობს, ისევ კობახიძეს ჩაეკითხოთ, როგორ აღმოჩნდა ქოჩორას მაისური მასთან - როინ ქოჩორაშვილი

სჯობს, ისევ ირაკლი კობახიძეს ჩაეკითხოთ, როგორ და სად მიიღო ქოჩორას მაისური საჩუქრად,- ასე უპასუხა გადაცემა “რეაქციაში“ გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა ინგა გრიგოლიას დასმულ შეკითხვას: თუ რა საჩუქარი აჩუქა მისმა შვილმა ირაკლი კობახიძეს.

ქოჩორაშვილმა არ გაამხილა, როგორ აღმოჩნდა მისი შვილის მაისური საქართველოს პრემიერთან, თუმცა, აღნიშნა, “რომ ეს კარგია, რადგან ის ქვეყნის პრემიერია.“

პრემიერის ჰკითხეთ, როგორ აღმოჩნდა ქოჩორს მაისური მასთან. საჩუქრის მიმღებმა დაააფიქსიროს თვითონ, როგორ და რანაირად მიიღო. კარგია, რომ მიიღო საჩუქარი, პრემიერია ქვეყნის და გიორგი კიდევ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. სჯობს კობახიძისგან გაიგოთ, ჩვენ წერტილი დავსვათ და კობახიძეს ჰკითხეთ“,- თქვა როინ ქოჩორაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 21 სექტემბერს, ერთ-ერთ ინტერვიუში საჩუქრებზე უისაუბრა და აღნიშნა, რომ “ერთ-ერთი ბოლო საჩუქარი, ფეხბურთელებისგან რაც მივიღე, არის ქოჩორაშვილის "ლევანტეს" მაისური, ძალიან ლამაზია და მადლობა გიორგის ამისთვის. “