ოპოზიციის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

17.08.21 13:43
ოპოზიციის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. 

პარტიას ,,ევროპული საქართველო” კანდიდატი ეყოლება სამ, სამგორის, ისნისა და ჩუღურეთის ოლქში.

 ,,დროას" სახელით გლდანში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ელენე ხოშტარია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატიცაა. ამავე პარტიას კანდიდატი ეყოლება ვაკესა და კრწანისში. რაც შეეხება ,,გირჩს-მეტი თავისუფლებისთვის" -პარტიას სამი კანდიდატი დიდუბის, ნაძალადევის, მთაწმინდისა და საბურთალოს ოლქებში ეყოლება.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებული კანდიდატები არიან: 

გლდანი - ელენე ხოშტარია (დროა)
ვაკე - ბათუ ქუთელია  (დროა)
კრწანისი - თამაზ ახობაძე  (დროა)

მთაწმინდა - თენგო კირთაძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“)
საბურთალო - ბორის ყურუა („გირჩი - მეტი თავისუფლება“)
დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი („გირჩი - მეტი თავისუფლება“)
ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი („გირჩი - მეტი თავისუფლება“)
თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი - ცოტნე კობერიძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“)

ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი ("ევროპული საქართველო")
ისანი - ბესო დონაძე ("ევროპული საქართველო")
სამგორი - დავით ჟღენტი ("ევროპული საქართველო"). 

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში საკუთარ კანდიდატებს არ ასახელებს. ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატია.