ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

04.10.24 09:59
ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

ემანუელ მაკრონისს გზავნილი საქართველოს მოქალაქეებს - საფრანგეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების  შემდეგ ქვეყანა ევროპულ გზაზე დაბრუნდება. მაკრონმა ამის შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც ელისეის სასახლეში რამდენიმე საათის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს პირისპირ ესაუბრა.

"ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ პარიზში გიმასპინძლე. 

საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს და დებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია, საქართველოს ევროპული გზის აღდგენის საშუალება მისცეს", - წერს მაკრონი „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას გუშინ შეხვდა.