რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი სტრატეგიულ პარტნიორს - რას ამბობ აშშ-ის ელჩი

04.10.24 11:20
რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი სტრატეგიულ პარტნიორს - რას ამბობ აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ “თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს“.

დანიგანი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ “პირი, რომელიც მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს“.

ამერიკელმა დიპლომატმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკის არჩევნების შემდეგაც, არაფერი შეიცვლებაა და “ქართული ოცნების“ მისამართით ისეთივე  პოლიტიკა გაგრძელდება, როგორსაც მათი საქმიანობით დაიმსახურებენ.

ვერ დავიჩემებ რომ მესმის ბატონი ივანიშვილის ნებისმიერი კომუნიკაციის უკან რა მოტივია. ჩვეულებრივ, არ ვისურვებდი ლაპარაკს პირად კომუნიკაციაზე, თუმცა მან თავად წამოწია ამ კომუნიკაციის თემა თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში და მართალია-მას ჰქონდა ჩვენთან კომუნიკაცია  და სამწუხაროდ, მართალია აგრეთვე ის, რომ იმ კომუნიკაციების დროს მან მკაფიოდ განმარტა, რომ ერთ-ერთი მიზეზი,რატომაც ჩვენ ის არ გვხვდება, არის ის რომ მისი პირადი ქონება ამ სასამართლო სარჩელებშია დაკავებული“, - განაცხადა დანიგანმა.