იდეას, რომ აშშ-ის არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ, ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია - დანიგანი
“იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, თანხმობა არსებობს და ისინი შეშფოთებულები არიან „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო.
დანიგანი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას, არათუ ემხრობიან სენატორები, რესპუბლიკური პარტიიდან, არამედ შეერთებული შტატების მხრიდან, უფრო მკაცრ ნაბიჯებს ითხოვენ.
ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ-ს] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან.
აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ [საქართველოში], დემოკრატი სენატორის, შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის, ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. რეალურად კონგრესში მიმდინარეობს მუშაობა ორპარტიული კანონმდებლობაზე, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს ადმინისტრაციის პოლიტიკას,არამედ რეალურად მოითხოვს კიდევ უფრო შედეგებს.
ასე რომ იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია“, - ამბობს დანიგანი.