დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ მე ვიბრძოლებ გლდანში - ელენე ხოშტარია
,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ განცხადება მან ოპოზიციის კანდიდატების წარდგენისას გაააკეთა.
გადავწყვიტე, პირადად ჩავერთო მაჟორიტარულ ბრძოლაში. ახლა არ არის დრო, რომ ვიღაცა წინ გაუშვა და შენ უბრალოდ იჯდე და განცხადებები აკეთო. მე პირადა წავალ უბანში, რომელმაც ძალიან დიდი მაგალითი აჩვენა მთელს თბილისს. რომელიც იყო პრაქტიკულად სიმართლისთვის ბრძოლის ველი. დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ მე ვიბრძოლებ გლდანში - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: ,,ენმ", ,,ევროპული საქართველო", ,,დროა" და ,,გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.