სანიკიძე: დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მკაფიო განცხადებები გასაკვირი არ არის, ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს მათ, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას აპირებენ

04.10.24 11:58
სანიკიძე: დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მკაფიო განცხადებები გასაკვირი არ არის, ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს მათ, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას აპირებენ

„ქართული ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, დაძაბულობის შექმნას. ამ ვითარებაში კი ნამდვილად არ არის გასაკვირი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მკაფიო განცხადებები.“ - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებელთა მისიის უმკაცრეს გზავნილთან დაკავშირებით განაცხადა. 

სანიკიძე ხაზს უსვამს, პარტნიორები არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ უჭერენ მხარს, "ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელ გზაზეც საუკუნეების განმავლობაში".

„ნამდვილად ეს არის უპრეცედენტო განცხადებების კასკადი, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ, როგორც ჩვენი ამერიკელი, ისე ევროპელი მეგობრებისგან, თუმცა ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, დაძაბულობის შექმნას. ამ ვითარებაში ნამდვილად არ არის გასაკვირი ის, რომ მათი მხრიდან კეთდება ისეთი მკაფიო განცხადებები. ხაზს ვუსვამ იმ ფაქტსაც, რომ ისინი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ უჭერენ მხარს, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ურყევ ნებას დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელ გზაზეც საუკუნეების განმავლობაში იყო და ეს გზა არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა, ევროინტეგრაციის გზა და ჩვენი ქვეყნის რეალურ სამშვიდობოზე გაყვანა.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებელთა მისიამ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს არჩევნების მოპარვას, რასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას, დაძაბულობის შექმნას;