„რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, “ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ და ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებენ - სანიკიძე
„ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს, ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებით აქვს ერთნაირი პოზიცია და ისინი აგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას“ - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ, დანიგანის განცხადებაზე ქართულ ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ქართველი ხალხის მხარდაჭერა ასევე მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს , როდესაც ქვეყანაში შეიცვლება ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში მოვა ახალი კოალიციური მთავრობა.“
ქართული ოცნების დეზინფორმაციის მასშტაბზე საუბარი ნამდვილად გაგვიჭირდება , განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ კამპანიაზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში და დაესწრო როგორც რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის კონგრესს, სადაც დასახელდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებად რესპუბლიკელების მხრიდან დონალდ ტრამპი და დემოკრატიის მხრიდან, კამალა ჰარისი. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ, ორივე პარტიას ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებით აქვს ერთნაირი პოზიცია და ისინი აგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ქართველი ხალხის მხარდაჭერა ასევე მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს , როდესაც ჩვენს ქვეყანაში შეიცვლება ხელისუფლება და ქვეყნის სათავეში მოვა ახალი კოალიციური მთავრობა, რომლის მთავარი ძალაც იქნება, ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, -განაცხადა სანიკიძემ.