ხელისუფლება საკუთარ ჯალათებს არ დასჯის - დავით ქაცარავა "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშზე

04.10.24 12:10
ხელისუფლება საკუთარ ჯალათებს არ დასჯის - დავით ქაცარავა "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშზე

წამება, არაადამიანური მოპყრობა და ძალის გადამეტება - ადამიანისს უფლებათა ცენტრიი ხელისუფლებას კანონდარღვევაში ამხლეს. გავლენიანი ორგანიზაცია აქვეყნებს ანგარიშს, სადაც დეტალურად არის მიმოხილული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე განვითარებული მოვლენები.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" შეფასებით, დავით ქაცარავას წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ინტენსივობა და ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, წამებას უტოლდება. 

პარტიის “ჩვენ“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ამ საქმეებს გამოძიება არ უწერია, “რადგან ხელისუფლება საკუთარ ჯალათებს არ დასჯის.“

ჩემი გატაცება მოხდა ე.წ. სამართალდამცველების მიერ, მას შემდე მათი მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელდა სასტიკი ცემა, რომელიც დაკვალიფიცირდა, როგორც წამება. ეს საქმეები არ იქნება გამოძიებული, ვინაიდან ეს ხელისუფლება დგას ამ ძალადობრივ მეთოდებზე და ბუნებრივია, ის საკუთარ ჯალათებს არ დასჯის“, - პარტიის “ჩვენ“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დავით ქაცარავა.

ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ თავად მონიტორინგის ჯგუფის წევრებს - ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მათ თავიანთი გამართლება და არგუმენტაცია ექნებათ.

არადამიანური მოპყრობის ფაქტები იყო ძალიან მრავალი, რასაც მონიტორინგის გუნდი დავაკვირდით, ასევე მედიაში გავრცელებული კადრებით ნათლად ჩანს, თუ რაოდენ მასშტაბური, მასობრივი და სასტიკი იყო. ალბათ, არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ეს გამოძიება მთლად ობიექტური არ იყოს, ამ ხელისუფლების პირობებში. ამას თავისი გამართლება აქვს და არგუმენტაცია არც ისე ძნელი იქნება, იმიტომ რომ პირდაპირი ბრძანება ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისგან იყო“, - ამბობს მონიტორინგის ჯგუფის წევრი.

 

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დარბევისა და მათზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მონიტორინგის მოკლე ანგარიშს აქვეყნებს.

მონიტორინგის გუნდის შეფასებით, სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შემთხვევებიდან მრავალი არაადამიანურ მოპყრობას წარმოადგენს, ზოგიერთი მათგანი კი წამებას უტოლდება.