სკოლების დაგვიანებული რემონტი - ანა დოლიძემ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

04.10.24 12:16
სკოლების დაგვიანებული რემონტი - ანა დოლიძემ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

სკოლების დაგვიანებული რემონტი - "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ანა დოლიძემ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უწყებაში განცხადება ცოტა ხნის წინ შეიტანა.

ანა დოლიძე კორუფციულ ინტერესზე საუბრობს და ამბობს, რომ გაწერილი მშენებლობებით და ჩავარდნილი რემონტებით "ვიღაცებმა ხელი მოითბეს და გამდიდრდნენ". 

დოლიძე ახლა პასუხიებს განათლების ყოფილი მინისტრისგან, გიორგი ამილახვარისგან ითხოვს.

დღეს ჩვენ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მოვედით და განცხადება შევიტანეთ უსერიოზულესს საკითხზე და ეს არის ასეულობით სკოლის რემონტის დაგვიანება, რის შედეგადაც ამ წელს და წინა წლებში დაზარალდა ათასობით ოჯახი საქართველოს მოქალაქეების, ათასობით ბავშვი, ათასობით მშობელი, რომელიც დამატებით ხარჯს სწევს დროის გაგებით თუ გადახდილი სატრანსპორტო ფულის, ხარჯის გაგებით. ბავშვები დაზიანდნენ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ სტაბილური გარემო და მომთაბარე მოსწავლეებად იქცნენ. ასეთი სკოლები საქართველოს მასშტაბით არის ასეულობით, გუშინაც ჩოხატაურის რაიონში, ნომერ პირველი საჯარო სკოლა მსგავს მდგომარეობაშია და ბავშვები გადაყვანილნი არიან სწავლისათვის შეუფერებელ შენობაში. ათასობით ბავშვები დღეს საქართველოში არ ხვდება საკუთარ შენობაში საგანმანათლებლო პროცესისთვის მორგებულ ვითარებაში. აქ ჩვენ ვხედავთ ცალსახად კორუფციულ ინეტრესს, ინტერესს ვიღაცა მაღალჩინოსანმა თუ მაღალჩინოსნებმა მოითბონ ხელი მრავალჯერადი, გაწერილი მშენებლობებით და ჩავარდნილი რემონტებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახლში წასვლა, რაც გამოაცხადა გიორგი ამილახვარმა, არის მიუღებელი ტერმინი, იმიტომ რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას პროკურატურისგან სჭირდება ამ საკითხზე კონკრეტულ კითხვებზე პასუხები: რატომ ჩავარდა ეს ტენდერები? რატომ დაგვიანდა სკოლების რემონტი? რატომ არის ესეთი სისტემური და ფართომასშტაბიანი მოვლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ როგორც ხდება ხოლმე მსგავსს სიტუაციაში, რომ ვიღაც პირებმა აქ ხელი მოითბეს, აშენდნენ ჩვენი მოქალაქეების და ბავშვების ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური სიმშვიდის ხარჯზე. ამიტომ დღეს ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პროკურატურიდან დაიწყოს სასწრაფოდ გამოძიება სკოლების რემონტის საკითხზე. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ თვითონ მივაქცევთ ყურადღებას", - განაცხადა ანა დოლიძემ.