დარწმუნებული ვარ, ოლიგარქიულ რეჟიმს პირველივე ტურში დავამარცხებთ - ნიკა მელია

17.08.21 14:04
დარწმუნებული ვარ, ოლიგარქიულ რეჟიმს პირველივე ტურში დავამარცხებთ - ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია პირველივე ტურში მოიგებს. ,,ქართული ოცნების" დასამარცხებლად კი ნიკა მელია კოლეგებს ერთიანობისკენ მოუწოდებს

დარწმუნებული ვარ, რომ არ დავზოგავ და არ დაზოგავენ თავს, ენერგიას, არც ერთ საათს არ დავკარგავთ იმისათვის, რომ რეჟიმი, რომელსაც სამართლიანად ვუწოდებთ ოლიგარქიულს, დავამარცხოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს. ამ ეტაპზე, ერთჯერადაც მაინც მოვახერხოთ, რომ ყველა ერთად დავდგეთ და გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები - განაცხადა ნიკა მელიამ.