სად მიჰყავს ქვეყანა “ოცნების“ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას - “ძლიერი საქართველოს“ პერფორმანსი

04.10.24 12:25
სად მიჰყავს ქვეყანა “ოცნების“ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას - “ძლიერი საქართველოს“ პერფორმანსი

რა საფრთხისს წინაშე შეიძლებაა დადგეს ქვეყანააა 26 ოქტომბრის შემდეგ და შევძლებთ თუ არა ისევ ევროპისსს ქვეყნებშიი ვიზებისს გარეშე მოგზაურობას - კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დილიდან ამ საკითხის შესახებ საქართველოს რიგით მოქალაქეებს ესაუბრებიან.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პოლიტიკურმა გაერთიანებამ საინფორმაციო ბროშურები დაამზადა, სადაც დეტალურად არის აღწერილი, სად მიჰყავს ქვეყანა “ოცნების“ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას.

“ძლიერ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ერთდაერთი გამოსავალი გადამწყვეტი არჩევნები იქნება, რათა თითოეულმა მოქალაქემ უარი უთხრას „ოცნების“ რუსულ პოლიტიკას და გახსნას დახურვის პირას მისული კარი ევროპაში.

ჩვენი პერფორმანსი იმას ეხება, რომ მოსახლეობას შევახსენოთ, რომ უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ჩვენ იმ მოქლაქეებს, რომლებიც სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით, ვანახოთ ნათლად, რომ ეს ყველაფერი საფრთხეშია და შესაძლოა, რუსული ხელისუფლების დარჩენის პირობებში, ეს ყველაფერი შეჩერდეს“, - ამბობს კოალიციის ერთ-ერთი წევრი.