ივანიშვილი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს - ლევან სანიკიძე

04.10.24 12:40
ივანიშვილი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს - ლევან სანიკიძე

"დანიგანის განცხადება ნამდვილად არ არის გასაკვირი, ივანიშვილი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი ლევან სანიკიძე აცხადებს, რითაც აშშ-ის ყოფილი ეჩის განცხადებას აფასებს. 

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ “თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაზე, რომ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე უარით ივანიშვილმა პირადი ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა, ლევან სანიკიძემ განაცხადა: "ქართული ოცნება მიაქანებს ამ ქვეყანას სრული იზოლაციისკენ. ბიძინა ივანიშვილმა მთელი ჩვენი სახელმწიფო აიყვანა ტყვეობის ქვეშ, მათ შორის ჰყავს პარტიის რიგი წარმომადგენლები, რომლებსაც უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შეიძლება, ამ წუთის მდგომარეობით მათთვის არასახარბიელო იყოს, რადგან ადამიანებს, წესით და რიგით, არ უნდა უხაროდეთ სანქციების ქვეშ დარჩენა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილი მხოლოდდამხოლოდ თავისი და საკუთარი ოჯახის ინტერესებით მოქმედებს, ასე რომ, ქალბატონი დანიგანის განცხადება ნამდვილად არ არის გასაკვირი, ივანიშვილი სახელმწიფო ინტერესზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს".